ქ. თბილისი „კომპანია - „BLACK SEA GROUP“-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
ქ. თბილისი „კომპანია - „BLACK SEA GROUP“-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 17/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
506
17/11/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 17/11/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი „კომპანია - „BLACK SEA GROUP“-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 506

2005 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

კომპანია - BLACK SEA GROUP -ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან  გათავისუფლების შესახებ

ქ. თბილისში დაზიანებული გზის საფარი ხელს უშლის ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. დედაქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციე­ლება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კეთილმოწყობილ გზებზე. აქედან გამომდინარე, საერთოსახელმწიფოებრივ ინტერესს შეესაბამება გზის საფარის გადაუდებელი შეკეთება, რაც მოითხოვს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოთა საჭირო რაოდენობის საშენი მასალით უზრუნ­ველყოფას. პრობლემის გადაწყვეტის მიზნით კომპანია BLACK SEA GROUP -ის მიერ კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დაგეგმილი ასფალტის ქარხნის მშენებლობასთან დაკავში­რებით და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

1. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ასფალტის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, საერთოსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია BLACK SEA GROUP -ი გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარი­შის წარმოდგენისაგან.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი