დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ,,სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 04/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №354
2007 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ,,სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ
1. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისათვის შეუფერხებელი მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის 2.1.4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო აერონავიგაციის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაინიშნოს ,,სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“.
2. განკარგულება ამოქმედდეს „საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №685 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები