დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №313 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 04/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №353
2007 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის № 313 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №313 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და შენობის სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოთა განსახორციელებლად გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები