ქ. თბილისი „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის №121, „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის №190 და „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის №261 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 14/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
498
14/11/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 14/11/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის №121, „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის №190 და „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის №261 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 498

2005 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად  დაზარალებული,  უსახლკაროდ  დარჩენილი მოსახლეობის  დახმარების  ღონისძიებათა  შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის 121, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის  ფინანსური  დახმარების  შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის 190 და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის 261 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრო­ბამ გამოსცა განკარგულებები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები­სათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით. ამასთან, ფინანსური დახმარება მიმართულ იქნა საქართველოს შესა­ბა­მის რაიონებში 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალე­ბული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საქარ­თველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ო. სირაძის ინფორმაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ამბროლაურის რაიონში 8 და ონის რაიონში 18 ოჯახისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება მიმართულ იქნეს ამბროლაურისა და ონის რაიონებში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი 26 ოჯახისათვის (ამბროლაურის რაიონში 8 და ონის რაიონში -18 ოჯახი). შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარ­გულებაში, კერძოდ:

1. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლე­ნების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის 121 განკარგუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის რაიონები) 1991 წლიდან სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილია 142 ოჯახი: ამბროლაურის რაიონში – 65, ონში – 46, ლენტეხში – 11, ცაგერში – 20 ოჯახი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს წყალდიდობებისა და მეწყრული მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილია ამბროლაუ­რის რაიონის სოფელ გენდუშში  – 5, ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაშში – 4, ლენტეხის რაიონის სოფლებში – 11 და ონის რაიონის სოფლებში – 8 ოჯახი. მათი ფინანსური დახმარებისთვის საჭიროა 630 000 (ექვსას ოცდაათი ათასი) ლარი. .

2. სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩე­ნილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის 190 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოში ბოლო დროს სტიქიური მოვლენებისაგან დაინგრა 225 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: ლენტეხის რაიონში – 75, ცაგერის რაიონში – 37, მესტიის რაიონში – 94, ონის რაიონში – 2, წყალტუბოს რაიონში – 3 და ვანის რაიონში – 14 სახლი. .

3. სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარ­ჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის 261 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და  პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოში მიმდინარე წლის მაის-ივნისში განმეორებით მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაინგრა 99 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: აჭარაში – 3, სამტრედიაში – 19, ვანში – 5, საჩხერეში – 8, ტყიბულში – 4, ჭიათურაში – 10, ზესტაფონში – 2, დუშეთში – 29, გორში – 3, კასპში – 1, ლენტეხში – 15 სახლი. .

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრომ (გ. ხე­ვიაშ­ვილი) სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესა­ხებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის 190 და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახ­ლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმა­რების გაწევის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის 261 განკარგულებებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი აუთვისებელი სახსრე­ბიდან 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი მიმართოს ონის რაი­ონში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახის საცხოვ­რებელი პირობების უზრუნველსაყოფად.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ზ. ნოღაიდელი