დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 04/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №352
2007 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ,,გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განისაზღვროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას და BTC CO-სა და SCP CO-ს შორის.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელოს საქართველოს მთავრობას და BTC CO-სა და SCP CO-ს შორის ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო გზების რეაბილიტაცია და უზრუნველყოს აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ყველა ვალდებულების შესრულება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები