სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

  • Word
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 627
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 24/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
627
24/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 24/10/2007
000000000.00(0).000.000000
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 627

2007 წლის 24 ოქტომბერი

. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

2007 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში უსახლ­კაროდ დარჩენილი ორი ოჯახისათვის გადაუდებელი დახმარე­ბის გაწევის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­­რობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლ­ვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დ. სანა­კოევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნის­ტროს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შესახებ.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნის­ტრომ (გ. ხევიაშვილი) უზრუნველყოს უსახლაკროდ დარჩე­ნი­ლი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გაცემა.

4. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციე­ლება ეთხოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლ­ქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიუ­ლი ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დ. სანაკოევს.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი