ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ

  • Word
ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 26/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
78
26/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 26/03/2005
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №78

2005 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების სოფლების გაზმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით:

1. ყაზბეგის რაიონის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მიერ 2005 წლის თებერვალში, ხოლო დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის, ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების მიერ 2005 წლის იანვარ-მარტში მოხმარებისათვის გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 1 500 ათასი ლარი, მათ შორის სს „ საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის“ გადასარიცხად - 1 200 ათასი ლარი, ხოლო სს „ დუშეთგაზისათვის“ - 300 ათასი ლარი.

2. სს „ გაზის საერთაშორისო კორპორაციამ“ , სს „ ყაზბეგგაზმა“ და სს „ დუშეთგაზმა“ მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხა ასახონ შეღავათების მქონე აბონენტთათვის გახსნილ სპეციალურ საანგარიშსწორებო ბარათებში.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი