სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

  • Word
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 24/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
626
24/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 24/10/2007
000000000.00(0).000.000000
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 626

2007 წლის 24 ოქტომბერი

. თბილისი

სოფელ ნარაზენსა და სოფელ საჯიჯაოს შორის მდინარე ჭანისწყალზე, აგრეთვე  სოფელ ახუთსა და სოფელ ნოღას შორის მდინარე ცივზე ხიდების მშენებლობის შესახებ

1. სოფელ ნარაზენსა და სოფელ საჯიჯაოს შორის მდინარე ჭანისწყალზე, აგრეთვე  სოფელ ახუთსა და სოფელ ნოღას შორის მდინარე ცივზე ხიდების აგების  მიზნით საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტო­მობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვი­ლი) 2008-2009 წლებში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ხიდების პროექტირებისა  და მშენებლობის სამუშაოთა განხორციელება კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციე­ლება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგ­დი­დის, სენაკის, მარტვილის, მესტიის, წალენჯიხის, ჩხო­როწყუს, ხობის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალა­ქი ფოთი) ზ. გოროზიას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი