საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 24/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
72
24/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 24/03/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №72

2005 წლის 24 მარტი

. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საგადასახადო დეპარტამენტის (კერძოდ, მისი ტერიტორიული ორგანოს – თბილისის საგადასახადო ინსპექციის) მიერ სს თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალის მიმართ სასამართლოში 1998 წლიდან დღემდე წარმოებული საგადასახადო დავის საერთაშორისო შეთანხმებათა ფარგლებში დროული გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალს შორის არსებული სასამართლო დავის საკასაციო საჩივრის საფუძვლების ცნობისა და სარჩელზე უარის თქმის გზით დასრულების თაობაზე, რასაც დაეთანხმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავიანთი წარმომად-გენლების მეშვეობით უზრუნველყონ ზემოაღნიშნული პოზიციის დაფიქსირება საერთო სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე.

3. სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ თბილისის საგადასახადო ინსპექციამ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაატაროს სათანადო პროცედურები დაბეგვრის ბარათებზე არსებულ საგადასახადო ვალდებულებათა კორექტირების მიზნით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი