ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ოპტიმიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ოპტიმიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 22/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
70
22/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 22/03/2005
000000000.00(0).000.000000
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ოპტიმიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №70

2005 წლის 22 მარტი

. თბილისი

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ოპტიმიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტრუქტუ­რული და ფინანსური რეორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესში შპს ,,ენგურჰესის სრულყოფილი ადა­პ­ტაციის გაადვილების, ევროპის რეკონსტრუქციისა და გან­ვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესზე მიმდინარე რეა­ბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების და­დგენილ ვადებში შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელა­შვილი):

ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი სესხის მომსახურება (სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის გადახდა) სა­ქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე გაითვალისწინოს 2005 წლის კორექტირებულ და 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტებში ენერგეტიკული სექტორის დაფინანსებისათვის გამიზნულ ასიგნებებში, რათა უზრუნველ­ყოფილ იქნეს შპს ,,ენგურჰესის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების დაფინანსება;

ბ) 2005 წლის კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკული სექტორის დაფინანსებისათვის გამოყოფილ ასიგნებებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განა­ცხადის საფუძველზე ასევე გაითვალისწინოს შპს ,,ენგურ­ჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გა­მოყოფილი სესხის ფარგლებში 2005 წლამდე წარმოშობილი შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000 -ის უფლებამონაცვლე), რო­გორც სესხის მიმღების, დავალიანების დაფარვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ამ უკანასკნელსა და შპს ,,ელექ­ტროდისპეტჩერიზაცია-2000 -ს შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმოწერილი სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე მიღე­ბული კრედიტის დაფარვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების თანახმად;

გ) დაიწყოს კონსულტაციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები 2007 წლი­დან ენგურჰესის სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან გასათავისუფლებლად და აღნიშნული ვალდებულებების (სეს­ხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის გადახდა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს შპს ,,ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის დასაკლებად განსახორციელებელ სამუშაოებს შპს ,,ენგურჰესის ვალდებულებათა შემცირების ხარჯზე ევრობანკის სესხით განსაზღვრული პირობების ფარგლებში.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი