დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების „ING ბანკს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების „NIO ბანკს“ შორის დადებული საგრანტო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 22/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №69
2005 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების „ING ბანკს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების „NIO ბანკს“ შორის დადებული საგრანტო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების „ING ბანკს” შორის დადბეული სესხის ხელშეკრულების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინის ტროსა და ნიდერლანდების “NIO ბანკს“ შორის დადებული საგრანტო შეთან ხმების რატიფიცირების შესახებ.
2. ,, სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების ( გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მარტის №135 ბრძანებულების შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების „ING ბანკს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინის ტროსა და ნიდერლანდების „NIO ბანკს“ შორის დადებული საგრანტო შე თანხმების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებისა და საგრანტო შეთანხმების საქართველოს პარლამენტში სარა ტიფიკაციოდ წარდგენის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თანამომხსენებლად წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგი ლის გ. გოდაბრელიძის კანდიდატურა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები