საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 17/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
59
17/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 17/03/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №59

2005 წლის 17 მარტი

. თბილისი

  საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მიმდინარე წლის მარტში რაჭა-ლეჩხუმში, ზემო და ქვემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რიგ რაიონებში უხვი ნალექების შედეგად დაიმეწყრა სოფლები, მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და სხვ.             მიყენებული ზარალის დასადგენად და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განსახორციელებლად:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ჯამბულ ბაკურაძე       - საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე

გრიგოლ გობეჯიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რომან დალაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისსაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი მახარაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინ სტრის მოადგილე

გენრიხ მურადიანი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ფრიდონ სადუნიშვილი         - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

დავით ჩანტლაძე         - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური         - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ხოზრევანიძე - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი