საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 17/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
58
17/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 17/03/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №58

2005 წლის 17 მარტი

. თბილისი

საქართველოში ეკოლოგიურ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩა ასობით ოჯახი.

არსებული ფორსმაჟორული ვითარების გათვა­ლისწინებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლებითა და მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობებით დასაკმაყოფილებლად შესყიდვების დაუყოვნებლივ განხორციელებისა და ქვეყანაში ეკოლოგიურ-შიდამიგრაციული პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით:

1. ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდამი­გრაციულ პროცესებთან დაკავშირებული ასიგნებებიდან სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლებით დასაკმაყოფილებლად საქართველოს ლტოლ­ვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე.ასტემიროვა) უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს:

ა) შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რაიონში მიმწოდებელთა შერჩევის მეშვეობით;

ბ) შესყიდულ ბინებსა და საცხოვრებელ სახლებში მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა;

გ) ბინებისა და საცხოვრებელი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ფორმალური მხარის შესრულება და წარმოქმნილი ხარჯების დაფარვა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი