ქ. თბილისი 1998 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსა“ და „Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე „Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ის მიერ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 02/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
475
02/11/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 02/11/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი 1998 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსა“ და „Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე „Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ის მიერ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 475

2005 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

1998 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო კომპანია საქენერგოსა და Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ის მიერ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ

პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია) უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, მოქმედების კოორდინაცია პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში.

2. Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts”-ის მიერ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია) უზრუნველყოს საადვოკატო კომპანიის კანდიდატურის შერჩევა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (ნ. გილაური) პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შერჩეულ საადვოკატო კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მჭიდრო თანამშრომლობა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექ­სიშვილი), საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნველყოს სათანადო თანხის გამოყოფა საადვოკატო მომსახურების შესყიდვისათვის.

5. ეთხოვოს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს. ვარსემაშვილი) საჭიროების შემთხვევაში ნება დართოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის გათვალისწინებით განახორციელოს საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი