საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ჩამოყალიბების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ჩამოყალიბების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 10/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
46
10/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 10/03/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ჩამოყალიბების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №46

2005 წლის 10 მარტი

. თბილისი

საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ჩამოყალიბების ღონისძიებათა შესახებ

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 23-ე პუნქტის საფუძველზე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების შექმნის მიზნით:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტრომ (ლ.ჭიპაშვილი) უხელმძღვანელოს და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ქალაქებსა და რაი­ონებში მიმდინარე წლის 1 მაისამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების შექმნას.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტრომ (ა.ალექსიშვილი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების კერძო სამართლის იურიდიულ პი­რებად ჩამოყალიბება და მიმდინარე წლის 1 მაისამდე მათთვის შესაბამისი ქონების გადაცემა.

3. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის საჭირო ავტომანქანების შეძენა განხორციელდეს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ,,სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნო­ლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტის ასიგნებათა ფარგლებში. ამასთან, შექმნილი სამსახურების შენახვისა და მომსახურების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს ,,სასწრაფო დახმარების პროგრამის ასიგნებანი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ.ჩეჩელაშვილი) უზრუნველყოს საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან აუცილებელი სახსრების დროული ანაზღაურება დადგენილი წესით.

5. ამ განკარგულებით გაცემულ დავალებათა შესრულების თაობაზე მოხსენდეს საქართველოს მთავრობას 2005 წლის მაისის პირველივე სხდომაზე.

6. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ხელი შეუწყონ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების შექმნის ღონისძიებათა განხორციელებას და ითანამშრომლონ შესაბამის უწყებებთან.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი