დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სურსათის განაწილებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 10/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №45
2005 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სურსათის განაწილებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დაფინანსებით გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში მოქმედი ,,სასურსათო უსაფრთხოება, რეგიონალური თანამშრომლობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (GTZ) პროგრამისათვის საზღვარგარეთ შეისყიდა და შემოიტანა 500 000 კგ ხორბლის ფქვილი, 30 000 კგ შაქარი და 54 350 ლიტრი მზესუმზირის ზეთი, რომელიც მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
აღნიშნული სურსათის განაწილების მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ.სვიმონიშვილი) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ტვირთის გადაცემა შემდგომი განაწილებისათვის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ,,სასურსათო უსარფთხოება, რეგიონალური თანამშრომლობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (GTZ) ოფისისათვის.
2. ქ. რუსთავის მერიამ, მარნეულისა და გარდაბნის გამგეობებმა ხელი შეუწყონ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ,,სასურსათო უსაფრთხოება, რეგიონალური თანამშრომლობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (GTZ) ოფისს აღნიშნული სურსათის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განაწილების საქმეში.
3. ეთხოვოს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ,,სასურსათო უსაფრთხოება, რეგიონალური თანამშრომლობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (GTZ) ოფისს, სურსათის განაწილების დასრულების შემდეგ, წარუდგინოს სრული ანგარიში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები