ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
338
27/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007
000000000.00(0).000.000000
ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 338

2007  წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი  განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელო­ბის  ობიექტია,  რომლის აშენების  შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მოსახლეობის ელექტროენერ­გიით უწყვეტი  მომარაგება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტრომ ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უმოკ­ლეს ვადაში დასრულების მიზნით ,,სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხ­ლის მე-3 პუნქტის ,,ე ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს სახელ­მწიფო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ და  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ მათი კომპეტენციის ფარგლებში უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის პროცედურების განხორციელება.

3. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტს მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის უმოკლეს ვადაში მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების ღონსძიებათა განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი