„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
336
27/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №336

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 გან­კარ­გულების თანახმად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ასიგ­ნებები. იმერეთის მხარეში გამართული ტენდერების შედე­გად მოხდა გამოყოფილ ასიგნებათა გარკვეული ნაწილის ეკონომია. აღნიშნულიდან გამომდინარე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ადგილობრივი თვით­მმართვე­ლი ერთეულებისათვის საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო ბიუ­ჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 გან­კარ­გულებაში და პირველი პუნქტის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,ა.კ“ ქვეპუნქტი:

,,ა.კ) მშენებარე სპორტის სასახლის ტერიტორიის მოწყო­ბა;“;

ბ) ,,კ“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,კ.გ.“ ქვეპუნქტი:

,,კ.გ) კულტურის სახლისა და აგრარული ბაზრის მიმდება­რე ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთის მოასფალტება.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი