იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016138
  • Word
1479
21/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
000000000.00.003.016138
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1479

2013 წლის 21 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 02) მიმართოს 36 411 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხას თერთმეტი)  ლარი, საიდანაც:

ა) 30 921 (ოცდაათი ათას ცხრაას ოცდაერთი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი კორპ. 4 მდებარე შენობის შიდა და გარე კანალიზაციის, წყალსადენისა და სახანძროს შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების,  103 069, 88 (ას სამი ათას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის, 30%-ის ანაზღაურებისათვის;

ბ) 5 490 (ხუთი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, IV მ/რ 55 კორპუსის  წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის (გარე წითელ ხაზებში მოქცეული) შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების, 18 299, 70 (თვრამეტი ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის, 30%-ის ანაზღაურებისათვის .

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             . ივანიშვილი