ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ

  • Word
ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 15/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
299
15/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 15/06/2007
000000000.00(0).000.000000
ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 299

2007 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ

1. ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი გზის შეკეთების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უმოკლეს დროში უზრუნველყოს ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი 3,3 კმ სიგრძის საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოთა შესრულება.

2. შეკეთების სამუშაოს მოკლე ვადაში დასასრულებლად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. ზემოაღნიშნული სამუშაო დაფინანსდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

4, განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი