საქართველოს მთავრობას, შპს „ქეიჯი ენერჯი"-ს და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის დასადები შეთანხმების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობას, შპს „ქეიჯი ენერჯი"-ს და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის დასადები შეთანხმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016120
  • Word
1470
21/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
000000000.00.003.016120
საქართველოს მთავრობას, შპს „ქეიჯი ენერჯი"-ს და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის დასადები შეთანხმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1470

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ქეიჯი ენერჯის" და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს შორის დასადები შეთანხმების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს შპს „ქეიჯი ენერჯის" წინადადება გურიის რეგიონში, მდინარე ბახვისწყალზე 2 ჰიდროელექტროსადგურის ნაცვ­ლად 1 გაერთიანებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-სა და შპს „ქეიჯი ენერჯის“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი „ურთიერთგაგების მემორანდუმში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე .

 3. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესა ­ბა ­მი ­სად , შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს სა ­ქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ .

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი