დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016112 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1477
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 370102) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ადმინისტრაციული ოფისების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები