აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01/11
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.33.062.016036
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01/11
21/10/2013
ვებგვერდი, 24/10/2013
010220020.33.062.016036
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/10/2013 - 22/09/2017)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს

ბრძანება  №01/11

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის, 363 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის №03/54 ბრძანების საფუძველზე და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის  2013 წლის 10 ოქტომბრის №114/სა მომართვის (სამინისტროში რეგისტრაციის №670, 11.10.13წ.) გათვალისწინებით, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მურმან ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ეკატერინა გაბესკირია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ)   ანტონ მეფარიშვილი მინისტრის მთავარი მრჩეველი კომისიის წევრი;

დ)  ეკატერინე კუპრავა მინისტრის მთავარი მრჩეველი  კომისიის წევრი;

ე)  ლელა ყარამანიშვილი მინისტრის მთავარი მრჩეველი კომისიის წევრი;

ვ) ანა გვიშიანი   არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დაევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის” დამფუძნებელი;

ზ) თამარ ფირყულაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის” ასოციაციის წევრი.

თ) თამარ ვეფხვაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუშაობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესისა” და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის  ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის №03/54 ბრძანების შესაბამისად.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.            

      მინისტრი                                                   ვ. ხორავა