დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/10 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.33.062.016037 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო
ბრძანება №01/10
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ვ. ხორავა
დანართი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი;
გ) მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა microsoft office word; microsoft office excel.
მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) „გამარტივებული შესყიდვებისათვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ბ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
გ) „შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები