საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

  • Word
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016126
  • Word
1450
18/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
000000000.00.003.016126
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1450

2013 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქა ­ ­­­თველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  მოქალაქე ლიკა კაპანაძის (დაბ. 22.06.2009წ. პ/ნ 38950001008) საზღვარგარეთ საჭი­რო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით , დაევალოს საქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინი­სტ­რ­ოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მო­მსა­ხურების სააგენტოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტ­ის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომ­სა­ხურება“ პროგრამის (პროგრამული კოდი 35 03 03 03) ასიგნებიდან იტა­ლიაში, ქალაქ ვერონაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში (AZIENDA OSPEDALIERA UNIVERSITARIA INTEGRATA) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯ­რედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება 5 3 000 (ორმოცდაცამეტი ათა­სი) ევროს ოდენობით, არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ერთჯერადად, წინასწარი ანგარიშსწორების საშუალებით.

2. მოქალაქე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამასთან, მან (მისმა კანონიერმა წარ­მო­მადგენელმა)  უნდა უზრუნველყოს დადგენილი ფორმის წერილო­ბი­­თი ვალდებულების აღება, რომლის მიხედვითაც  მომსახურების მი­ღე­ბი­დან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სსიპ – სოციალური მომ­სა­ხუ­რების სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხა­რ­ჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდ­გო­მში – სამინისტრო) წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბი­უჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართვე­ლ­ოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სა­მინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციე­ლ­ოს შესაბამისი ცვლილებები.

პრემიერ-მინისტრი                              ბ . ივანიშვილი