დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ა(ა)იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1462 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016144 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1462
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204430106) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 30 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ .თბილისში , ჩიქვანაიას ქ . №21-ში მდებარე 9202 კვ.მ . არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობა №1, საერთო ფართობით - 700.21 კვ.მ . (მათ შორის, სარდაფი 122.71 კვ.მ , I სართული - 206.37 კვ.მ . II სართული - 217.88 კვ.მ , სხვენი - 153.25 კვ.მ ), №2, საერთო ფართობით - 243.23 კვ.მ, №3, საერთო ფართობით - 10.32 კვ.მ, №4, საერთო ფართობით - 122.02 კვ.მ, №5, საერთო ფართობით - 161.74 კვ.მ, №6, საერთო ფართობით - 56.26 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკა დას ტრო კოდი №01.11.04.005.041) .
2. უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ, 2013 წლის 1 ნოემბრამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ მთელ ქონებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის დღის ცენტრისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყების უზრუნველყოფა;
ბ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ დამოუკიდებლად ან/და მესამე პირის მეშვეობით, დღის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობ( ებ)ის შექმნის მიზნით, არანაკლებ 380 000 ( სამას ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ხარჯვის განხორციელება;
გ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღის ცენტრისათვის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისათვის სარგებლობის მიზნის შენარჩუნება ქონებით სარგებლობის მანძილზე;
დ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დღის ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის უსასყიდლოდ სწავლების უზრუნველყოფა.“ .
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ -მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები