საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016135
  • Word
1460
21/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
000000000.00.003.016135
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1460

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 45 ერთეულით.

2. 15 შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისთვის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. 30 შტატგარეშე მოსამსახურეზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას მიეცეს თანხმობა, რომ მათი შრომის ანაზღაურება სრულად განახორციელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტით – „მდგრადი შემოსავლის მხარდაჭერა და გარემოს მიმართ პასუხისმგებელი დამოკიდებულება“, გამოყოფილი დაფინანსებიდან.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-10-მე-12 პუნქტების საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №138 განკარგულება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“.

5. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერიდან .

6. ამ განკარგულების მე-3 პუნქტი ვრცელდება 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი