შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016133
  • Word
1458
21/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
000000000.00.003.016133
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1458

 2013 წლის 21 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგა ­დოე ­ბრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერ ­ხე ­ბ ­ლ ­ად ჩატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფ ­რა ­სტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს ,,სახელმწიფო სამშე ­­ნებლო კომპანიამ“ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავ ­ლე ­ლი საავტომობილო გზის კმ22-კმ34,3 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაო ­ე ­ბის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების სახელმწიფო შესყი ­დ ­ვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი   ბ. ივანიშვილი