დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფოს, „ჯორჯია ნიუ ვენჩერზ ინქ.“-ს და „ისკანდერ ენერჯი (ჯორჯია) ლიმიტედ“-ს შორის XIC ბლოკსა და ჩრდილოეთ კუმისის სალიცენზიო ფართობზე გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების კოდიფიცირებული ხელშეკრულების - „საცხენისი“ მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016125 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1451
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფოს, „ჯორჯია ნიუ ვენჩერზ ინქ.“-ს და „ისკანდერ ენერჯი (ჯორჯია) ლიმიტედ“-ს შორის XI c ბლოკსა და ჩრდილოეთ კუმისის სალიცენზიო ფართობზე გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების კოდიფიცირებული ხელშეკრულების - „საცხენისი“ მოწონების შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფოს, წარმოდგენილს სსიპ ‑ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სახით, „ჯორჯია ნიუ ვენჩერზ ინქ.“-ს და „ისკანდერ ენერჯი (ჯორჯია) ლიმიტედ“-ს შორის XI c ბლოკსა და ჩრდილოეთ კუმისის სალიცენზიო ფართობზე გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების კოდიფიცირებული ხელშეკრულება - „საცხენისი“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები