დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2007/2008 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 603 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 19/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №603
2007 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
2007/2008 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. 2007/2008 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს:
ა) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების შესაბამისი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადაცემის პროცესის დასრულებამდე აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით მომარაგება;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში აღნიშნულ პროცედურათა გათვალისწინებით, თვითმმართველი ერთეულების მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, ერთობლივად, კომისიური წესით ტყეკაფების გამოყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება და დადგენილი წესით საშეშე მერქნის დამზადების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები