ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ვაშლის შეუფერხებელი რეალიზაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 602
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
602
17/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2007
000000000.00(0).000.000000
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ვაშლის შეუფერხებელი რეალიზაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 602

2007 წლის 17 ოქტომბერი

. თბილისი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ვაშლის შეუფერხებელი რეალიზაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაცი­ულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვ­რები მოსახლეობისაგან ვაშლის შესყიდვის მიზნით საკრედიტო რესურსად გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.

2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტე­რიტორიაზე დროებითი ადმინისტრაცი­ულ-ტერიტორიული ერთე­ულის ადმინისტრაციამ (დ. სანაკოევი) საქარ­თვე­ლოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს კერძო სამარ­თლის იურიდიული პირის/პირების შერჩევა და საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 800 000 (რვაასი ათასი) ლარის სესხის სახით მათთვის მიცემა.

3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერი­ტორიაზე დროებითი ადმინისტრაცი­ულ-ტერიტორიული ერთეუ­ლის ადმინისტრაციამ საქართველოს ფინან­სთა სამინის­ტროსთან ერთად უზრუნველყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირ­თან/პირებთან სასესხო ხელშეკრულებების გა­ფორ­მება შემდეგი პირობებით:

ა) სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 12 (თორმეტი) თვე სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

ბ) წლიური 8 პროცენტი სარგებლის დარიცხვით;

გ) სესხით სარგებლობის ოთხთვიანი შეღავათიანი პერიოდი (სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადახდა იწყება ამ პერიოდის შემდეგ);

დ) სესხის ძირითადი თანხის დაფარვა ხორციელდება შეღა­ვათიანი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურად თანაბარ წილებად, შესაბამისი ოდენობის სარგებლის პროცენტთან ერთად.

4. დადგენილ ვადაში სესხისა და მასზე დარიცხული სარ­გებლის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმი­ნისტრაცი­ულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა/პირებმა მათთვის სესხის მიცემამდე უზრუნველყონ საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტროში საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის გა­რან­ტიის წარდგენა, ან/და შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.

5. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კონ­ტრო­ლი განახორციელოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაცი­ულ-ტერიტო­რიული ერთეულის ადმინისტრაციამ.

6. სესხის მიმღებ საწარმოებს სესხის არამიზნობრივად გა­მო­ყენების შემთხვევაში დაეკისროთ პირგასამტეხლო არამიზ­ნობ­რივად გამოყენებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

7. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და ყოფილი სამ­ხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროე­ბითი ადმინისტრაცი­ულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრა­ციის ხელმძღვანელმა დ. სანაკოევმა.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი