ქ. თბილისი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქ. თბილისი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 01/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
457
01/11/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 01/11/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 457

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზმომარაგებას ახორ­ციელებენ სს დუშეთი გაზი და სს ყაზბეგი გაზი . დღეისათვის იქ არსებული მძიმე მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მდგომარეობის გამო მოსალოდნელია 2005/06 წლის ზამთრის პერიოდში საფრთხე შეექმნას მოსახლეო­ბისა და ორგანიზაციების გაზმომარაგებას.

აღნიშნული რაიონების მოსახლეობისა და ორგანიზაციე­ბის გაზით შეუფერხებელი მომარაგების, ასევე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი გაზმომარაგების საწარ­მოების რეაბილიტაცია-გაჯანსაღების წინადადებათა მომზადე­ბის მიზნით:

1. შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კახა დამენია

-

საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ ბეგიაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გოდერძი ბერბერაშვილი

-

დუშეთის რაიონის გამგებელი

ვასილ მაღლაფერიძე

-

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტე­რიტორიულ ერთეულებში (ახალ­გო­რის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართვე­ლოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

ისაკ ნოვრუზოვი

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტ­რის მოადგილე

ირაკლი სირაძე

-

საქართველოს ფინანსთა სამინისტ­როს ფინანსური პოლიტიკის დეპარ­ტამენტის უფროსი

სერგო ტოპრაკაშვილი

-

საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტროს სსიპ ,,საწარ­მოთა მართვის სააგენტოს” თავ­მჯდო­­მარის პირველი მოადგილე

გიორგი ქირიკაშვილი

-

ყაზბეგის რაიონის გამგებელი.

 

2. კომისიამ 2005 წლის 15  ნოემბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს შესაბამისი სამარ­თლებ­რივი აქტის პროექტი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების გაზით შეუფერხებელი მომარაგებისა და სახელმწიფოს წი­ლობ­რივი მონაწილეობით შექმნილი გაზმომარაგების საწარ­მოების რეაბილიტაცია-გაჯანსაღების ღონისძიებათა შესახებ.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     ზ. ნოღაიდელი