საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 601
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
601
17/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 601

2007 წლის 17 ოქტომბერი

. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობე­სების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის 225 დადგენილების მე-2 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საქარ­თველოს რეგიონების (უპირველესად გურიისა და კახეთის რეგიონები) მოსახლეობის ფქვილით უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქარ­თველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს გამოუყოს 9 500 000 (ცხრა მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესა­ბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუ­ფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს სოფ­­ლის მეურნეობის სამინისტრომ საქონლის შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი