ქ. თბილისი ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დიზელის საწვავის გამოყოფის შესახებ

  • Word
ქ. თბილისი ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დიზელის საწვავის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 01/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
456
01/11/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 01/11/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დიზელის საწვავის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 456

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დიზელის საწვავის გამოყოფის შესახებ

ლენტეხის რაიონში მომხდარი ცნობილი სტიქიური მოვლენების შედეგად ჩაიკეტა სოფლების მისასვლელი გზები, რის გამოც ვერ მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსახლეობისათვის გამოყოფილი საწვავის სრულად მიღება. საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის გამო­ყო­ფილი 53 ტონა დიზელის საწვავის ნაცვლად რაიონში შეტანილ იქნა მხოლოდ 26 ტონა. გამოუყენებელი საწვავი გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

უსაწვავოდ დარჩენილი მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) უზრუნველყოს საქართველოს 2005 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის 26 (ოცდაექვსი) ტონა დიზელის საწვავის შეძენა კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ო. სირაძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ზ. ნოღაიდელი