სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის (გვირაბებით) მშენებლობის შესახებ

  • Word
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის (გვირაბებით) მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 03/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
38
03/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 03/03/2005
000000000.00(0).000.000000
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის (გვირაბებით) მშენებლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №38

2005 წლის 3 მარტი

. თბილისი

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის (გვირაბებით) მშენებლობის შესახებ

2001 წელს დაიწყო სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბებით) მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა დამკვეთის ფუნქციას ახორციელებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო. თუმცა სამუშაოები 2004 წლის აპრილში შეწყდა, მაგრამ 2003 წლის ივლისიდან დღემდე გვირაბების თაღები გაუმაგრებელია. ამჟამად შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო მოსალოდნელია გაუმაგრებელი კლდოვანი თაღზედა ქანების ჩამონგრევის, მეწყრული მოვლენების საშიშროება, რამაც უკვე იჩინა თავი. ექსპერტთა ჯგუფის მიერ აღნიშნული გვირაბებისა და მათთან მისასვლელი გზების მშენებლობის არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე მიღებული დასკვნის მიხედვით, შემდგომი სახიფათო მოვლენების განვითარება ძნელად პროგნოზირებადია. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროა განხორციელდეს ობიექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა-ძიება, შედგეს ახალი სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთანუსხო დოკუმენტაცია და დაუყოვნებლივ გაგრძელდეს სამშენებლო სამუშაოები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. განახლდეს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე გვირაბებისა და მისასვლელი საავტომობილო გზების მშენებლობა ამ გზის არსებული გეომეტრიული პარამეტრებისა და მოძრაობის ინტენსიურობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ.დალაქიშვილი) სამუშაოთა გადაუდებლად და დროულად შესრულების მიზნით, ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის (გვირაბებით) მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების პარალელურად სამშენებლო სამუშაოთა შესრულებისა და ტექნიკური ზედამხედველობის შესახებ კონტრაქტორებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულების კოორდინაცია.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ.ჩეჩელაშვილი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის (გვირაბებით) დაპროექტებისათვის, მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობისათვის ,,2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტში პირველ ეტაპზე გაითვალისწინოს 11 მლნ ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის დასრულების შემდეგ დაზუსტებული მოცულობის საფუძველზე მოახდინოს მისი კორექტირება.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა.ალექსიშვილი) უზრუნველყოს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დამტკიცება მოქმედი წესით.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ (ლ.ვარშალომიძე) ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტერიტორიის გათავისუფლებისა და ჩაქვი-მახინ-ჯაურის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებული და მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტაში.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ.პაპუაშვილი) უმოკლეს დროში კანონით გათვალისწინებული წესით გააფორმოს გზის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის დოკუმენტაცია.

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 27 დეკემბრის 795 ბრძანებით ბათუმი-ქობულეთის გზის მშენებლობასთან, თურქეთის მხარის პრეტენზიებთან დაკავშირებული და სხვა პრობლემების შესწავლის მიზნით შექმნილია სამთავ-რობო კომისია.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.        

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი