დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოლხის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №598
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ კოლხის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოლხის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი მართვის უფლებით გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული წილის გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინი სტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები