საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 02/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
37
02/03/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 02/03/2005
000000000.00(0).000.000000
საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №37

2005 წლის 2 მარტი

. თბილისი

საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერის, საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ქსელის განვითარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას (მთავრობას), დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის 2003 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილ მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი