დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გორის საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის ტერიტორიაზე გრძელვადიანი ტყით სარგებლობის მიზნით აუქციონის მომზადებისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 594 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №594
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გორის საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის ტერიტორიაზე გრძელვადიანი ტყით სარგებლობის მიზნით აუქციონის მომზადებისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს:
ა) გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიების სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის მიზნით დაწყებული პროცედურების განხორციელება;
ბ) ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა გათვალისწინებით გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე გრძელვადიანი ტყით სარგებლობის მიზნით აუქციონის გამოცხადება და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები