„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის ქ. №89) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
590
12/10/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
000000000.00(0).000.000000
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის ქ. №89) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 590

2007 წლის 12 ოქტომბერი

. თბილისი

სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის ქ. №89) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართვე­ლი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს ველაჯიოს წინადადება და გადაეცეს მას პირდაპირი მიყიდვის ფორმით დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის ქ. №89) (მიწის ფართობი – 5 685 კვ. მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/10/06/001/021) (მიწის ფართობი – 32 303 კვ. მ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის რაგბის ფილიალ ლელოს– ვარკეთილის დას. შუამთის ქ. №13-ში ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/19/20/26/012) (მიწის ფართობი – 8565 კვ. მ  და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) (აღნიშნული ობიექტი ინვესტიციის შემდეგ გადაეცემა რაგბის ფედერაციას) არსებული უძრავი ქონება 1 505 000 (ერთი მილიონ ხუთას ხუთი ათასი) აშშ დოლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) გადაცემული ქონება, მდებარე დ. აღმაშენებლის გამზ. №116-ში (დ. უზნაძის №89), ხდება ინვესტორის საკუთრება და   უფლება აქვს გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;

ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე დიდი დიღმის I-III მ/რ შორის, ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით, იგი ვალდებულია განათავსოს ველოსპორტისა და რაგბის სპეცი­ალიზებული ცენტრები №1 დანართის შესაბამისად და შეუნარჩუნოს განსაზღვრული სპორტული პროფილი 10 (ათი) წლის განმავლობაში;

გ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ვარკეთილის დას. შუამთის ქ. №13-ში, ინვესტორს არ გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №1 დანართის შესაბამისად;

დ) ინვესტორი ამ პუნქტის ქვეპუნქტში მოცემულ ობიექტს რეაბილიტაციის შემდგომ გადასცემს საქართველოს რაგბის ფედერაციას;

ე) ინვესტორმა ამ პუნქტის და ქვეპუნქტებში მო­ცემული საინვესტიციო ობიექტების აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხ­მეტი) თვის ვადაში;

ვ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 (ექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით;

ზ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში  ხელ­შეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარდგენილი თანხა;

თ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორ­მებლად უნდა წარადგინოს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვეს­ტიციის მოცულობის 5 პროცენტს;

ი) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზ­ღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

კ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლე­ობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი №2 დანართის მიხედვით;

ლ) ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმე­ბამდე ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

მ) ინვესტორი ვალდებულია მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეს­რუ­ლების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს ველაჯიოსათვის დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის №89) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი