სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1485
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016122
  • Word
1485
21/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
000000000.00.003.016122
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1485

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი 25 03) და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი I I ნაწილი (იმერეთი) (მსოფლიო ბანკი)” ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 25 03 07) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი             ბ. ივანიშვილი