შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1490
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016116
  • Word
1490
21/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
000000000.00.003.016116
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1490

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს საქართველოს მყარი  ნარჩენების  მართვის კომპანიის“ მიერ  სახელმწიფო შესყიდვის  გამარ ივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (შემდგომში კომპანია):

ა) უზრუნველყოს ქ.ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო  გადანაყრების პოლიგონის გასწვრივ, მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტის მარჯვენა სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი   სამუშაოების განხორციელება;

ბ) უზრუნველყოს იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მოწესრიგებასთან დაკავშირებული კეთილმოწყობის სამუშოების განხორციელება;

გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული  სამუშაოების  შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

2. კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                       ბ . ივანიშვილი