დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №333
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„ დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებით დამტკიცებული „დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული ღონისძიებების, აგრეთვე საწყის ეტაპზე საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უზრუნველყოს საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები