თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ

  • Word
თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
327
27/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007
000000000.00(0).000.000000
თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 327

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს მოსაზღვრე დასავლეთის ქვეყნებიდან სომხეთის, აზერბა­იჯანისა და შუა აზიის ქვეყნებში ტრანზიტული ავტოტრანს­პორტის მოძრაობის ინტენსიურობა. ამ მარშუტით ავტოტრანს­პორ­ტის მოძრაობა ხორციელდება თბილისის შემოვლითი გზით, რომლის ცალკეულ მონაკვეთებს ესაჭიროება რეკონ­სტრუქცია-რეაბილიტაცია შეუფერხებელი ტრანზიტული მოძ­რაობის უზრუნველსაყოფად.

თბილისის შემოვლითი გზის ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქციისა და სავალი ნაწილის მოწესრიგების სამუშაოთა შესრულების მიზნით:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2007 წელს რეაბი­ლიტაცია ჩაუტარდება თბილისის შემოვლითი გზის 5,4 კმ სიგრძის მონაკვეთს (მე-9 კმ-დან მე-14 კმ-მდე).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2007 წელს უზრუნველყოს თბილისის შემოვლითი გზის 3,1 კმ სიგრძის დაზიანებული მონაკვეთის (მე-15 კმ-დან მე-17 კმ-მდე) რეკონსტრუქციის სამუშაოთა საპროექტო დო­კუმენტაციის შედგენა, რომლის დაფინანსება განხორ­ცი­ელდება საქართვე­ლოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­თველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-რუისის მონა­კვეთის (81-ე კმ-დან 95-ე კმ-მდე) რეკონსტრუქცია-მოდერ­ნი­ზა­ციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო პროექ­ტის რეალიზაცია განახორციელოს 2008 წლის ბოლო­მდე;

ბ) რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულებამდე უზრუნველ­ყოს ამ მონაკვეთზე დროებითი სარეაბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელება თბილისის შემოვლითი გზის მთელ სიგრძეზე ავტოტრანსპორტის განვლადობის შედარებით გაუმჯობესებისათვის.

3. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას 2007 წელს გა­ნიხილოს და გადაწყვიტოს თბილისის შემოვლითი გზის ზაჰესის (1-ლი კმ-დან მე-4 კმ-მდე) დასახლებაში (ავჭალის, ყოფილი ულიანოვის ქუჩაზე) მდებარე გამავალი მაგისტრა­ლური წყალსადენის რეაბილიტაციის საკითხი, რომლის შემ­დგომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორ­ციელოს გზის ამ მონაკვეთის სავალი ნაწილის საგზაო სა­მოსის რეაბილიტაცია.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი