დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 27/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №323
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საგრანტო ხელშეკრულება კანადაში რეგისტრირებულ „ Pegasus Pharma-ceuticals Group Inc.“-თან.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები