სს „მადნეულისათვის“ გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდის ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიწებიდან 11.6 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
სს „მადნეულისათვის“ გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდის ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიწებიდან 11.6 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
320
20/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
000000000.00(0).000.000000
სს „მადნეულისათვის“ გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდის ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიწებიდან 11.6 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №320

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

სს მადნეულისათვის გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდის ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიწებიდან 11.6 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სააქციო საზოგადოება მადნეულის წინადადება, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი №18) და სახელმწიფო ტყის ფონდის კაზრეთის სატყეოს 39-ე კვარტალის №19 უბნიდან 2.7 ჰა, №21 უბნიდან 0.5 ჰა; 46-ე კვარტალის №8 უბნიდან 1.2 ჰა, №9 უბნიდან 2.9 ჰა, №10 უბნიდან 1.6 ჰა, №11 უბნიდან 2.7 ჰა; სულ: 11.6 ჰა ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან სს მადნეულისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემის მიზნით.

2. სააქციო საზოგადოება მადნეულმა“ საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროსთან შეთანხმებით შერჩეულ ფართობზე განხორციელს საკომპენსაციო ტყის განაშენიანების, მოვლისა და შესაბამისი გარემოსდაცვითი ანგარიშით გათვალისწინებული ღონისძიე­ბები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              . ნოღაიდელი