დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის ტერიტორიაზე ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შერჩეული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 115 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №319
2007 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის ტერიტორიაზე ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შერჩეული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 115 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს ხობის რაიონის გამგეობის (2006 წლის 25 აგვისტოს №37 დადგენილება), შპს „ბლექ სი ინდასტრი“-ს (2007 წლის 15 ივნისის №B SI-2/06/2007 წერილი) წინადადება, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი №18) და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შერჩეული, სახელმწიფო ტყის ფონდის ბალანსზე რიცხული 115 ჰა მიწის ფართობი (სარეგისტრაციო №45/15/01/146) ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.
2. შპს „ბლექ სი ინდასტრი“-მ განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შერჩეულ და მითითებულ საკომპენსაციო ტერიტორიაზე ტყის განაშენიანების ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები