სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოდან ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოდან ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 317
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
317
20/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოდან ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №317

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოდან ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადება, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი №16) სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოს №5 კვარტალის №27 ლიტერიდან 0.1 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ და სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოს მე-5 კვარტალის №27 ლიტერიდან ამოირიცხოს 0.1 ჰა მიწის ფართობი მისი ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქ. №31-ში მდებარე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განსათავსებლად გადაცემულ შენობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამაგრების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                             ზ. ნოღაიდელი