საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
312
20/06/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №312

2007  წლის  20  ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს საპრეზიდენტო ნა­ციო­ნალური პროგრამის – „საჩუქარი ბავშვებს“ – მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და სასტუმროს მომსახურების უზრუნველ­ყოფისათვის გამოუყოს 218 000 (ორას თვრამეტი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებელი განხორციელებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ტრანსპორტირებისა და ადგილზე კვება-ცხოვრების უზრუნველსაყოფად შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი