დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.025.016121 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/10/2013 - 25/12/2014)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი); ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი, ასევე, საინვესტიციო სფეროში მუშაობის გამოცდილება); გ) უცხოელ პარტნიორებთან/კომპანიებთან საქმიანი მოლაპარაკების წარმართვისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) და „Internet“-ის ცოდნა (კარგად); ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ძალიან კარგად); ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტო №214 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების ცოდნა. |
2.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ბ) ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად); დ) კომპიუტერული პროგრამების „MS Excel“-ისა და „PowerPoin“-ის ცოდნა ძალიან კარგად, ასევე, სხვა საოფისე პროგრამების (MS office Word, Outlook) და „Internet“-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; ე) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, `საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების ცოდნა. |
3.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად); დ) კომპიუტერული პროგრამების „MS Excel“-ისა და „PowerPoin“-ის ცოდნა ძალიან კარგად, ასევე, სხვა საოფისე პროგრამების (MS office Word, Outlook) და „Internet“-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; ე) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები