დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 15/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №298
2007 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. სიღნაღის სკოლის (ქ. სიღნაღი, სარაჯიშვილის ქ. №9) შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და დასრულება 2007 წლის 1 ოქტომბრამდე. ამ მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის – „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია“ – (საბიუჯეტო კოდი 32 11 07) ასიგნებათა ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები